ალეკო ელისაშვილი - სად არის რეაბილიტირებული „ლაგუნა ვერე“? გველების და ვირთხების ბუდედ არის აქაურობა გადაქცეული - საწყლოსნო კომპლექსი არა, კვატი!

„სად არის რეაბილიტირებული „ლაგუნა ვერე“? გველების და ვირთხების ბუდედ არის აქაურობა გადაქცეული, მაგრამ ეს ტყუილი არ გვაკმარა კახა კალაძემ, აქ უფრო უარესი იგეგმება, „ლაგუნა ვერეს“ ადგილზე კალაძემ და თბილისის მერიამ გასცა 2 ცათამბჯენის აშენების ნებართვა. უნდა აშენდეს 40 და 52- სართულიანი ცათამბჯენები. საწყლოსნო კომპლექსი არა, კვატი. ორ ცათამბჯენს აშენებენ, ამაში 80 მლნ დოლარი იშოვა ბიძინა ივანიშვილმა, ამ ვაჭრუკანა ჩარჩმა, - აღნიშნული განცხადება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ლაგუნა ვერესთან“, თანაგუნდელებთან ერთად გააკეთა.

მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ ადგილზე, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხრიდან იგეგმება „გადამგდებობა, ძალიან დიდი ტყუილი და მავნებლობა“.

„ვნახეთ, კორუმპირებულმა „ოცნებამ“ მესამე ვადით, როგორ წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატად, თბილისის, ამ ქალაქის არსებობის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, ხელმოცარული და წარუმატებელი. ის ერთადერთ რამეშია წარმატებული, ქალაქის ინტერესების ფეხებზე დაკიდებაში, ფულის თქვლეფაში და ფულის მოპარვაში. მისი წარდგენის მეორე დღეს გვინდა გაჩვენოთ ადგილი, რომელიც არის სიმბოლო კალაძის გადამგდებობის, მატყუარობის და ქალაქის აბუჩად აგდების. ყველას გახსოვთ, რა არაჩვეულებრივი სპორტული და საწყლოსნო კომპლექსი იყო „ლაგუნა ვერე“, განსაკუთრებით, რა მადლი იყო ზაფხულობით ეს ღია, არაჩვეულებრივი აუზი, რომელიც ახლა ასე გამოიყურება, როგორც გამოიყურება. ეს მადლიანი ადგილი იყიდა ბიძინა ივანიშვილმა და გააოხრა, გააუბედურა და გააპარტახა.

სად არის რეაბილიტირებული „ლაგუნა ვერე“? გველების და ვირთხების ბუდედ არის აქაურობა გადაქცეული, მაგრამ ეს ტყუილი არ გვაკმარა კახა კალაძემ, აქ უფრო უარესი იგეგმება, „ლაგუნა ვერეს“ ადგილზე კალაძემ და თბილისის მერიამ გასცა 2 ცათამბჯენის აშენების ნებართვა. უნდა აშენდეს 40 და 52- სართულიანი ცათამბჯენები. საწყლოსნო კომპლექსი არა, კვატი. ორ ცათამბჯენს აშენებენ, ამაში 80 მლნ დოლარი იშოვა ბიძინა ივანიშვილმა, ამ ვაჭრუკანა ჩარჩმა. კალაძე არათუ გვძარცვავს, არამედ გვატყუებს. წარმოიდგინეთ, ორივე ცათამბჯენში იქნება 1000 ბინა და კომერციული ფართი. წარმოიდგინეთ, გმირთა მოედანზე ათასობით მანქანა რომ დაემატება, აქ რა მოხდება წარმოგიდგენიათ? მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ვართ იმისთვის, რომ ამ მექრთამეების, ამ გადამგდებების, მატყუარების ხელისუფლება ამ ქალაქში და ქვეყანაშიც დავასრულოთ და ეს უნდა მოვახდინოთ 4 ოქტომბერს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები