არჩილ გორდულაძე - ხელისუფლების დამხობის თავი არავის აქვს - საკუთარი თავები დაამხონ, როცა ერთად შეიკრიბებიან!

ხელისუფლების დამხობის თავი არავის აქვს - საკუთარი თავები დაამხონ, როცა ერთად შეიკრიბებიან! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებების თაობაზე დასმულ კითხვას, რომელიც ამბობს, რომ 4 ოქტომბერი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი ფორმით დამხობის დღე უნდა იყოს.

გორდულაძის თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა ისეთივე სისულელეა, როგორც ცივი ცეცხლი ან მშრალი წვიმა.

„ასეთ ნონსენსზე საუბრობენ! იმისთვის, რომ დამხობისკენ მოწოდება არ გამოვიდეს და სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინონ, აზღვევენ, დამხობას წინ მშვიდობიანს ამატებენ და ამ სისულელეს იღებენ.

ვიცით, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და სისულელეებს ლაპარაკობენ. პაატა ბურჭულაძე გამოვიდა და თქვა, რომ თურმე თბილისის მერიამ მათი რევოლუცია უნდა დააფინანსოს. აი ამ ნონსენსამდე მივიდნენ! პატრონების დავალების შესრულებამ აგენტურა ამ მდგომარეობაში ჩააგდო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე