ადვოკატი - ლაშა ცანავას შესთავაზეს თანხა, რომ ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ და როგორ გადაადგილდებოდა, ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა

ლაშა ცანავას შესთავაზეს თანხა, რომ ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა, ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ, როგორ გადაადგილდებოდა, ეთქვა, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის საქმეზე დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცანავა დააკავეს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი გადაბირება არ გამოუვიდა.

„ლაშა ცანავას პატიმრობას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, „შეკერილი“ და დღეს ლაშა ცანავამ თქვა, უნდოდათ, რომ ლევან ხაბეიშვილზე რამენაირად ზეწოლა მოეხდინათ. მას შესთავაზეს თანხა, რომ ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა, ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ, როგორ გადაადგილდება ეთქვა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ლევან ხაბეიშვილის ეშინიათ, მაგრამ ლაშა ცანავამ არ აიღო თანხა, არ აიღო მატერიალური სარგებელი, რასაც სუს-ი სთავაზობდა, ის არის ადამიანი, რომელმაც არ გაყიდა ძმაკაცი, მან რაინდული საქციელი ჩაიდინა. დღეს სუს-მა და პროკურატურამ კი გამოკეტა.

ორი მაღალი თანამდებობის პირის შეთავაზება პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურა ამით უნდა დაინტერესდეს. უნდოდათ ხაბეიშვილზე რამენაირად ზემოქმედება მოეხდინათ, დაეჭირათ, აინტერესებდათ ხაბეიშვილი, როგორ, ვისთან ერთად გადაადგილდება, ამის გამო უდანაშაულო ლაშა ცანავა დააკავეს, საქმე „შეუკერეს“, უნდოდათ გადაებირებინათ, შესთავაზეს ფული, სარგებელი, მაგრამ ლაშა ცანავამ, რა თქმა უნდა, უარი განაცხადა და ის დააკავეს.

როგორც ლაშა ცანავამ თქვა, მას უთხრეს, რომ ძალიან სწყინდა სუს-ის დღევანდელ უფროსს ლევან ხაბეიშვილი „ფოხანას“ რომ ეძახდა“, - განაცხადა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი