ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს - ძალიან შეგეშალათ! ჩემ გვერდში თქვენნაირი მშიშრები და მხდალები არ არიან!

ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, ჰოდა, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და ისინი სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„ოხანაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს, თქვენნაირები გგონიათ ყველა. ლაშა ცანავა ჩემი მეგობარია, ადამიანი, რომელიც ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და იყო ჩემი შუბლი და კისერი: „ტიტუშკების“ თავდასხმა, ქვების სროლა, ვიღაცის მოგზავნა, კვერცხის, ქვის სროლა. ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი, ლაშა ცანავა ჩემს გვერდში იყო ყოველთვის. სანამ ცანავას დააკავებდნენ, შსს-ის გვერდზე დაწერეს, რომ „ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი გაიხსნა“. ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუს-მა ლაშა ცანავა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ბრალს, რომელსაც ედავებიან, თან თაღლითობის მცდელობას, თაღლითობასაც არა, ამაზე სუს-ი არ აკავებს. ეს არ არის სუს-ის საქმე, ეს არის პოლიციის საქმე, თუმცა, წაიყვანეს სუს-ში. ლაშა ცანავა ვერ შეაშინეს, ვერც როცა ბევრი ფული დაუდეს და უთხრეს, იცით რა, აქ რაღაც კადრები გვაქვს „შეკერილი“ და აირჩიე, 9 წელი, ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, გვითხარი, სად გადაადგილდება. კამერა დაიბნიე და სდიე შენს მეგობარს იმისთვის, რომ მერე ჩვენ, „ფოხანაშვილმა“, „ჯეკამ, მდინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ, მოვყვეთ, როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რევოლუციის მოწყობასო. სხვათა შორის, მერე ამას ამავე ხმაში „ამღერებს“ გარკვეულ ოპოზიციონერებს. ძალიან შეგეშალათ, ძალიან! ჩემს გვერდში თქვენნაირი მშიშრები და მხდალები არ არიან. ჩემ გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, ვაჟკაცი ბიჭები და თან არაერთი. ლაშა ცანავამ თავაწეულად და ღირსეულად თავისით გააღო თავისი საკნის კარი. ცხადია, მის ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ და არავის ეშინია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ერთმანეთს 4 ოქტომბერს, არჩევნებში შეერკინონ.

„ბიძინა, მოდი, შევერკინოთ, თუ მაგარი ხარ. ჩვენ ქართველი ხალხი და შენ, შენი „რუსალკებით“. მოდი, აბა თუ ერთი ადგილი გაქვს, დაგველოდე, ბევრ დროს არ გთხოვთ. 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ. მივმართავ საზოგადოებას, 4 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია არავინ დარჩეს სახლში. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, მშვიდად დავამარცხებთ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი. ამ თარიღის რომ გეშინიათ, კოჭებზე გეტყობათ. ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით, ვერც ციხის კარით დამემუქრებით და მეტსაც გეტყვით, არ ვაპირებ არსად ციხეში წასვლას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს