ლევან მახაშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების შესახებ ინფორმაციაზე - არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან - გასაგებია, რომ მისთვის კანონის ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა

ასეთი ტიპის სიახლოვე არღვევს ხაზს ერთი მხრივ, კანონის დაცვასა და მეორე მხრივ, პოლიტიკურ კორუფციას შორის, ერთი მხრივ დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და მეორე მხრივ, საშინაო საქმეებში ჩარევას შორის,- ასე ეხმიანება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი “კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ცოლს სახლი მიქირავებული აქვს გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერისთვის, რომლის დამადასტურებელი ქირავნობის ხელშეკრულებაც არ მოიპოვება.

მახაშვილის თქმით, პეტერ ფიშერისგან მსგავსი საქციელი მოულოდნელი და გასაკვირი არ არის.

“ზოგადად, სასურველი არ არის, როცა ასეთი ტიპის ურთიერთობებთან გვაქვს საქმე. ყოველთვის არის რისკი, რომ დიპლომატიური ნეიტრალიტეტი ისეთ საქმიანობაში გადაიზარდოს, რომ ვიღაცას დიპლომატის პოლიტიკურ პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდეს, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენ ხელშეკრულება არა გაქვს. ასეთი ტიპის სიახლოვე, რა თქმა უნდა, ბუნდოვანებას აჩენს და არღვევს ხაზს ერთი მხრივ, კანონის დაცვასა და მეორე მხრივ პოლიტიკურ კორუფციას შორის, დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და საშინაო საქმეებში ჩარევას შორის.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით ამა თუ იმ დიპლომატს, რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ მსგავსი ტიპის სიახლოვისგან და ჩარევებისგან ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან, ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, რომ გასაგებია, ეს შეიძლება მისთვის კანონის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა, მისთვის არ იყოს პრობლემა ვენის კონვენციის დარღვევა, არ იყოს პრობლემა დიპლომატიური ეთიკის დარღვევა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ასეთ დიპლომატთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის