მიხეილ სააკაშვილი - ლაშა ცანავა დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდებებით - როგორც ვვარაუდობდი და ვწერდი, კრიმინალური სინდიკატი ამზადებდა და ამზადებს სხვადასხვა მსგავს პროვოკაციას

ლაშა ცანავა დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდებებით და შემდეგ, ეგრევე შესთავაზეს თავისუფლება და ფული, ლევან ხაბეიშვილის და სხვა პოლიტიკოსების ფარულად ჩაწერისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

როგორც სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „კრიმინალური სინდიკატი ამზადებდა და ამზადებს სხვადასხვა მსგავს პროვოკაციას“

„მივესალმები "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას ვაჟკაცურ საქციელს.

ლაშა დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდებებით და შემდეგ, ეგრევე შესთავაზეს თავისუფლება და ფული, ლევან ხაბეიშვილის და სხვა პოლიტიკოსების ფარულად ჩაწერისთვის.

როგორც ვვარაუდობდი და ვწერდი, კრიმინალური სინდიკატი ამზადებდა და ამზადებს სხვადასხვა მსგავს პროვოკაციას, მაგრამ ჩვენ ვპასუხობთ სიმტკიცით და შეტევით და ასე ვივლით საბოლოო გამარჯვებამდე!“- წერს სააკაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში