დონალდ ტრამპი - 2025 წლის დასაწყისიდან უკრაინის წინააღმდეგ უაზრო ომში 112 500 რუსი ჯარისკაცი მოკვდა, ამავე პერიოდში, უკრაინამ დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაკარგა

2025 წლის დასაწყისიდან უკრაინის წინააღმდეგ უაზრო ომში 112 500 რუსი ჯარისკაცი მოკვდა, უკრაინამ დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაკარგა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„ამ წამს შემატყობინეს, რომ ამ თვეში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი მოკვდა უკრაინის წინააღმდეგ უაზრო ომში. რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა წლის დასაწყისიდან. ეს ბევრი არასაჭირო სიკვდილია! თუმცა, უკრაინაც ძალიან დაზიანდა. მათ დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაკარგეს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და ეს მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არ მოიცავს. უკრაინამ ასევე დაკარგა სამოქალაქო პირები, მაგრამ ნაკლები რაოდენობით, მაშინ როცა რუსულ რაკეტები ეცემა კიევსა და სხვა უკრაინულ ადგილებს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო - ეს ბაიდენის ომია, ტრამპის არა. აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, ვნახო თუ შემიძლია მისის შეჩერება!“ - წერს ტრამპი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე