მაია მწარიაშვილი - დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი

დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„სახეში გაშლილი ხელის გარტყმა არის სილა.

ჩიქობავა ავტორიტეტია თქვენთვის?

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ა. ჩიქობავა) მიხედვით, გაშლილი ხელის სახეში დარტყმა არის ალიყური, სილაქი, გალაწუნება, ლაწანი, შემოლაწუნება, ტყლაშანი, თხლაშანი.

სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას.

დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი.

პროკურორი დაგვეთანხმა, რომ მზიას ქმედება არ იყო მიმართული ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ.

თუ სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას, რა უნდოდა მზიას? რა არ ასვენებდა?…

სახელისუფლებო კომენტარებიც სულ ამბობს, რომ ეს არის შეურაცხყოფა, მაგრამ მძიმე დანაშაულიო…

[მძიმე დანაშაულის] კვალიფიკაცია ვერ დადგება იმაზე, რომ დგებუაძის პატივმოყვარეობა იყო შეურაცხყოფილი… ამ ეპიზოდში მზიას სახეში რომ ეჩქმიტა, რას იტყოდა ბრალდება, თავს დაესხა და სახეზე უჩქმიტაო?“ - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის