ჯანდაცვის სამინისტრო - ჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტებისთვის რეგისტრაცია იწყება - კერძო სერვისებიდან - სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა 4 აგვისტოდან დაიწყება

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც, მანამდე, სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფომ, უკვე მოამზადა სარეგისტრაციო პლატფორმა და დეტალურად დაგეგმა პაციენტების გადმოსვლის პროცესი.

„მომზადდა, საკმაოდ, მოსახერხებელი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეგისტრაციის განხორციელება. თუმცა, ვინც უპირატესობას მიანიჭებს, უშუალოდ, ადგილზე ამ განაცხადის გაკეთებას, შეუძლია, ნებისმიერ ცენტრს მიმართოს. დაწესებულებების სია, ასევე, გამოქვეყნებული იქნება იმავე პლატფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის პროცესი აუცილებელია თავად ბენეფიციარების ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესი და შესაძლებელი იყოს სერვისით შეუფერხებლად სარგებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

„ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა, 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში შეეძლებათ. რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია, ასევე, „ონლაინ“, ვებგვერდზე – www.ost.moh.gov.ge (საიტი რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება).

მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. მისი თქმით, თუ პაციენტთან დაფიქსირდება ჩანაცვლებითი მედიკამენტების არარეგულარული მოხმარება, მომსახურება შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს, რადგან ეს მიუთითებს რეალური დამოკიდებულების არქონაზე.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლებს დაევალათ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მონაცემების გადაცემა, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაგვიანებით განაცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, პრაქტიკულად, იძულებულნი ვიქნებით, თავიდან, ინდივიდუალურად მოხდეს პაციენტის შეფასება და შესაბამისად, ამ გზით დაგეგმვა მკურნალობის კურსისა. ეს გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც სურვილი აქვს მკურნალობის გაგრძელების, დარეგისტრირდნენ დადგენილ ვადაში, ანუ 4 აგვისტოდან - 11 აგვისტოს ჩათვლით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის, პაციენტი, 2025 წლის 1 აგვისტომდე, ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში