დონალდ ტრამპი - მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში

მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ძალიან პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ბრძანება გავეცი, რომ ორი ატომური წყალქვეშა ნავი იქნას განთავსებული შესაბამის რეგიონებში, მხოლოდ იმ შემთხვევისთვის თუ ეს სულელური და წამაქეზებელი განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები. სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად შეუძლიათ გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიყვანა, იმედი მაქვს, რომ ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არ იქნება“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აქამდე მედვედევმა განაცხადა, რომ ტრამპი „რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს“ და „ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ ნაბიჯია“, მაგრამ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ „საკუთარ ქვეყანასთან”.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა