ადვოკატები - ზვიად დევდარიანის საქმეზე, მოსამართლემ ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ გამოცემული რეკომენდაცია არ გაიზიარა

შვიდწილიანი სასამართლო განხილვის შედეგად, რომელიც 2018 წელს, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ წარმოებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო, 2025 წლის 19 მაისს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა, მოპასუხეების: თამარ ჩერგოლეიშვილის, იდა ბახტურიძის, ბაბუცა პატარაიას და თამარ ყურაშვილი-სანაიას მხრიდან, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას, რისი უარყოფაც დაევალათ იმავე ფორმითა და შინაარსით, როგორც ეს 2018 წელს გავრცელდა, მათ მიერ.

მოსამართლემ, განსახილველი საქმის ფარგლებში, შეაფასა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ, 2018 წლის 01 ნოემბრის გამოცემული რეკომენდაცია და მიიჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველმა საფუძვლად დაუდო გაცემულ რეკომენდაციას, არ ადასტურებს მოპასუხეთა საჯარო, სადავო განცხადებების ნამდვილობას. კერძოდ, გაცემული რეკომენდაციით დადგენილი სექსუალური შევიწროვების ფაქტი უპირობოდ და უდავოდ არ წარმოშობს ამ ფაქტის სისწორის პრეზუმფციას, ხოლო სხვა სახის რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხეთა მხრიდან ვრცელდება სადავო განცხადებები, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

სასამართლო დავის დაწყებას წინ უძღოდა 2018 წლის 16 მარტს, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ, ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანიის ორგანიზება და განხორციელება. კამპანიის დაწყება განაპირობა სახალხო დამცველის მიერ, ზვიად დევდარიანის კანდიდატურის დასახელებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად. რასაც, "ქალთა მოძრაობისა" და აქტივისტების მხრიდან, მოჰყვა ცილისმწამებლურ ინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანიის წარმოება.

საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად, ზვიად დევდარიანმა 2018 წელს მიმართა სასამართლოს, სადაც საქმის განხილვა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ზვიად დევდარიანის ადვოკატები: ქეთი უტიაშვილი 599 45 52 15; მარინე ცუცქირიძე 599 92 21 25

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის