ნონა ქურდოვანიძე - უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს

უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რითაც ეხმაურება აქტივისტ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე სასამართლოს თანხმობას.

როგორც ნონა ქურდოვანიძე წერს, ნინო დათაშვილს წლების წინ ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის თანმხლები შედეგია ემოციური ლაბილობა.

„ამ და სხვა წონადი არგუმენტებით, ნინოს ადვოკატი სასამართლოში ასაბუთებდა, რომ მის მიმართ არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. გაუშვა ციხეში.

ციხის პირობებში შეუძლებელი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სათანადო ზრუნვა. მას აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები და შესაბამისი პროფილის ექიმთან შეხვედრას დღეების განმავლობაში ელოდა. ვინ არის პასუხისმგებელი ნინოს ემოციურ ფონზე, რომელსაც ეს ტკივილები და უსამართლობის განცდა ამძაფრებდა? და უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნინო ციხეში მოვინახულე, ძალიან მხნედ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილგამაყუჩებელი ჰქონდა მიღებული, საკუთარი საქმის ნაცვლად, პირველი რაც მკითხა, მზია ამაღლობელის მდგომარეობა იყო. წუხდა, რომ ციხეში სასეირნო დროს ვერასდროს მოკრა თვალი მზიას. ციხის სხვადასხვა ფლიგელში არიან. ნინოს დაკავების შემდგომ პერიოდში როდესაც მზია ამაღლობელს შევხვდი, მითხრა, რომ ნინოს ციხეში გადაყვანის ამბავი რომ გაიგო, უნდოდა გასამხნევებლად წიგნი გაეგზავნა მისთვის, თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ ამის უფლება არ მისცა, პატიმრებს შორის ამგვარი კომუნიკაცია არ არის დაშვებულიო. ის, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანები ასეთი სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ, ეს მხოლოდ მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. მხნეობა და თავისუფლება ნინოს!“- წერს ნონა ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება თავად ნინო დათაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა