შალვა პაპუაშვილი - „ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა - უცნაურია, რომ ALDE-სგან არაფერი ისმის: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან, მათ რიგებში ასეთი ადამიანების ყოფნა?

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებულია

- უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან, რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს, არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან, მათ რიგებში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე” წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა”.

„უკვე მეოთხე დღეა, რაც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა ის, რაც მანამდე პარიზის არბიტრაჟმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა - ხაზარაძე და ჯაფარიძე, თაღლითური სარჩელებით, ცდილობდნენ, ხალხის ჯიბიდან, 1,5 მილიარდი დოლარის (საქართველოს ბიუჯეტის 15%) ამოცლას.

მანამდე, ასევე სასამართლო გზით, დადასტურდა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მეანაბრეების მიერ მათი ბანკისთვის მიბარებული 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს.

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებული და, შიდა და საერთაშორისო დონეზე, დადასტურებულია. დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ, ვითომ დაზარალებულის მანტიით პარტია „ლელოს" დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო.

უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის), რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს. არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან (რომელიც ALDE-ს ისედაც მორყეული აქვს), მათ რიგებში, ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის და რომელთა თაღლითური სარჩელები, რომლის მიზანიც ქვეყნის ბიუჯეტის 15%-ის მითვისება იყო, საერთაშორისო სასამართლოებმაც ამხილეს.

ცალკე საკითხია ამ პარტიის ტოპტვინი წევრები და მხარდამჭერები, რომლებსაც ან ტოპტვინობა არ ჰყოფნით, რომ მიხვდნენ, რამდენად პრიმიტიული თაღლითური სქემის მონაწილეები არიან, ან ხვდებიან, მაგრამ, „დიდი კომბინატორის" მაგალითზე, ტოპთაღლითობას ეწაფებიან.

ფაქტია, „ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა”,- წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე