თენგო თევზაძე - ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულში კი არა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც არ უნდა იყოს - ის არის უდანაშაულო, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის და სისტემისთვის, გარდა იმ სამოქალაქო პოზიციისა, რომელიც მას აქვს

ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო, ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის და არც სისტემისთვის, გარდა იმ სამოქალაქო პოზიციისა, რომელიც მას აქვს,- ეს განცხადება, ბათუმში „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებმა პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადეს.

ისინი დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს ნინო დათაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებას მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს.

„რეჟიმმა გადაწყვიტა სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილის წინააღმდეგ გამოიყენოს ისეთი რეპრესიები, რასაც საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმი იყენებდა. დღეს ჩვენ ვხედავთ, ნინო დათაშვილთან დაკავშირებით გაუგონარ არაადამიანურ ფაქტებს. მისი ფსიქიატრიულში გადაყვანას იძულებით გულისხმობს. ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულში კი არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც არ უნდა იყოს, ამ საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულოა, ჩვენ მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, თუ როგორ ექცევა ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს, ვინც მას არ ეთანხმება. ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო, ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის და არც სისტემისთვის, გარდა იმ სამოქალაქო პოზიციისა, რომელიც მას გააჩნია. ნინო დათაშვილი არ უნდა იმყოფებოდეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამ საქმესთან დაკავშირებით ყურადღება იქნება ძალიან მკაცრი, და ყველა სამართლებრივ და არასამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი დავიხსნათ“, - აცხადებს თენგო თევზაძე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, „ნინო დათაშვილის და სხვა სინდისის პატიმრების დახსნისთვის“.

„ნაზი შამანაურის ქვეყანაში არ შეიძლება, ნინო დათაშვილის საქმეზე არ გქონდეს ძალიან მკვეთრი და მკაფიო რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრები და თავმჯდომარეები ციხეში არიან, პარტიის სხვა წევრები იდევნებიან, ჩვენი პარტია ყველაფერს გააკეთებს, ყველა მის ხელთ არსებულ რესურსით იქნება ჩართული ნინო დათაშვილის და სხვა სინდისის პატიმრების დახსნის ამბავში. მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რა ეტაპზე მიგვიყვანა რეჟიმმა, წავიკითხოთ საქართველოს ისტორია, არც ისე დიდი ხნის წინანდელი ისტორია და გავაკეთოთ სწორი პარალელი. ყველას ერთად ხმის ამოღების დროა”,- აცხადებს გიორგი კირთაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა