რატი იონათამიშვილი - ალბათ, საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს და ელჩი ფიშერი ხაზარაძის კეთილი ნებით ცხოვრობს მდიდრულ აპარტამენტში - სულ რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, ფაქტი, რომ ელჩი ბინას ოპოზიციის ლიდერისგან ქირაობს, ამორალურია

სულ რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი ბინას ოპოზიციის ლიდერისგან ქირაობს - უკვე ამორალურია,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, რატი იონათამიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მამუკა ხაზარაძე და გერმანიის ელჩი ვალდებულნი არიან, უმოკლეს ვადებში გააკეთონ განმარტებები, რადგან ყოველი უპასუხო დღე კიდევ უფრო „აღრმავებს ეჭვებს, მათ შორის პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით“.

„ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება. თუ ხელშეკრულება დადებულია, არსებობს ეჭვი, რომ ის ან ფიქტიურია, ან ხაზარაძის ოჯახი არ იხდიდა გადასახადებს. თუმცა, სასამართლოს განაჩენით და ორ საერთაშორისო არბიტრაჟში დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად - ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა. ალბათ, საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან და გერმანიის საელჩო არანაირ თანხას არ იხდის, ხოლო თავად ელჩი ფიშერი ხაზარაძის კეთილი ნების საფუძველზე ცხოვრობს მდიდრულ აპარტამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში - სულ რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი ბინას ოპოზიციის ლიდერისგან ქირაობს - უკვე ამორალურია. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ უდიდესი ალბათობით, ყველაფერი კანონის შესაბამისად არ არის. რაც უნდა იყოს, როგორც ხაზარაძე, ასევე, ელჩი ფიშერი ვალდებულნი არიან ქართული საზოგადოების წინაშე, უმოკლეს ვადებში გააკეთონ განმარტებები მათ ირგვლივ შექმნილ სკანდალთან დაკავშირებით, რადგან ყოველი შემდგომი უპასუხო დღე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, მათ შორის პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით“,- წერს რატი იონათამიშვილი „ფეისბუქზე“.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა