შალვა პაპუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე - საერთაშორისო თაღლითი, ხაზარაძე  და ყოფითი მატყუარა, გახარია როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს

როცა შევხედავთ „ლელოს“ და გახარიას, ერთი მხრივ, გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე, ყოფითი მატყუარა გახარიას სახით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსები შეაფასა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“.

„ვხედავთ, რომ 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 2 აპირებს მონაწილეობა მიიღოს, ორი უარს ამბობს. როგორც ჩანს, „ლელოს” და გახარიას კონსულტაცია აქვთ, რომ ერთიანი კანდიდატები იყვნენ. როცა შევხედავთ „ლელოს“ და გახარიას ერთი მხრივ, გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე, ყოფითი მატყუარა გახარიას სახით. საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს