მზია ამაღლობელი სასამართლოზე საბოლოო სიტყვას დღეს წარმოთქვამს, რის შემდეგაც, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი

მზია ამაღლობელი საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, 4 აგვისტოს საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.

სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლოს წინა სხდომაზე, სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა დაასრულეს, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შესაძლოა დღესვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

სასამართლოში ადვოკატებმა მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

თავის მხრივ, პროკურატურა მზია ამაღლობელის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.

ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, პროკურორების აღნიშნული შეთავაზება „სამართლებრივი მანიპულირებაა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე