გურამ მაჭარაშვილი - შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის ისტორიული დოკუმენტი - დასკვნით დოკუმენტურად დასტურდება, რომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები პოლიტიკაში იყვნენ

ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი - დასკვნაში არ იქნება არც ერთი წინადადება, რომელიც არ იქნება გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნის შესაბამისად, დოკუმენტურად დადასტურდება, რომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები პოლიტიკაში იყვნენ.

„ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის ეს დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი. სამართლებრივი თვალსაზრისით იქნება ძალიან მაღალი ხარისხის. არც ერთი წინადადება არ იქნება დასკვნაში, რომელიც არ იქნება გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, მორიგ ჯერზე დადასტურდება დოკუმენტურად ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ისეთი პოლიტიკური რეჟიმი და პარტია, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ზოგადად, იყვნენ პოლიტიკაში. არა თუ ხელისუფლებაში, არამედ ზოგადად, პოლიტიკაში. ეს დასკვნა იძლევა ამის საშუალებას. პროცედურულად, ჩვენ ამ დასკვნას გადავცემთ ბიუროს, რომლის მეშვეობითაც უკვე სესიაზე იქნება განხილული ეს საკითხი. შესაბამისად, უკვე, ბუნებრივია, შემაჯამებელი სიტყვა იქნება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს - რა თქმა უნდა, ეს წინადადება რომ საკონსტიტუციო სარჩელით უნდა იქნას მიმართული სასამართლოსადმი და ამ დასკვნების საფუძველზე იქნას აკრძალული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არის ძალაში. თუმცა ეს არის უკვე არა კომისიის, არამედ საქართველოს პარლამენტის შესადგენი და გასაკეთებელი,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნით სხდომას მართავს, სადაც დასკვნას დაამტკიცებენ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა