გურამ მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე - ეს დოკუმენტი გახდება სახელმძღვანელო, რომლითაც თაობები გაიგებენ თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა არა თუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში!

თამამად ვიტყვი, ამ დონის სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში პრაქტიკული შედეგები მოჰყვა, არა თუ საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ზოგადად არ არსებობს - ეს დოკუმენტი გახდება სახელმძღვანელო, რომლითაც თაობები გაიგებენ თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა არა თუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში! - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელიც კომისიაში ოპოზიციონერი წევრის სტატუსით საქმიანობდა.

მაჭარაშვილის თქმით, დარწმუნებულია, პარლამენტის საგამოძიებო კომისია და კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა ისტორიული იქნება.

“ნიურნბერგის პროცესის დროს ინტერნეტი და ინფორმაციის გაცვლის ასეთი საშუალებები არ იყო. თაობებმა წლების შემდეგ გაიგო და შემდგომ გახდა საფუძველი ჯერ გერმანიაში და შემდეგ მთელს მსოფლიოში თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა.

ვინც ამ სამართლებრივ დასკვნას წაიკითხავს, მიხვდება, თუ რატომ გახდება საგამოძიებო კომისიის დასკვნა ისტორიულიც და სამართლებრივი სახელმძღვანელო მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარ დასკვნას, რომელიც დღევანდელ დასკვნით სხდომაზე დაამტკიცა, საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა.

კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი

მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.

დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობა პარლამენტის ვიცე-სპიკერს თეა წულუკიანის ჩაბარდა. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით წარმოდგენილი არიან დეპუტატები: - სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" - თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური.

აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე