მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა უნდა გაიმართოს და საბოლოო სიტყვა თავად ბრალდებულმა წარმოთქვას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ინფორმაციისთვის, სასამართლოს წინა სხდომაზე, სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა დაასრულეს, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

სასამართლოში ადვოკატებმა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავის მხრივ, პროკურატურა მზია ამაღლობელის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს