პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“ და ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, მეორე ბრალდებულმა ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდნა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“ და ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, ხოლო მესამე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“.

„ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა’’ პუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მეორე ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა’’ პუნქტით წარედგინა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მესამე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ პუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა