ადვოკატი - ვეფხია კასრაძეს სახელმწიფო ედავება ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელობას და ორგანიზებას, თუმცა კონკრეტული მტკიცებულები ვერ იქნა წარმოდგენილი

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ვეფხია კასრაძის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა ვეფხია კასრაძის მიერ ჯგუფური დანაშაულის ხელმძღვანელობა ან დავალებების გაცემა.

ადვოკატის თქმით, დღეს დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ამტკიცებს კასრაძის ბრალეულობას.

„დღეს დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარემ დღემდე ვერ შეძლო წარედგინა ის მტკიცებულები, რომლითაც დაადასტურებდა ქმედებას, რის ფარგლებში მას აქვს ბრალი წაყენებული. ვეფხია კასრაძეს სახელმწიფო ედავება ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელობას და ორგანიზებას, თუმცა კონკრეტული მტკიცებულები ვერ იქნა წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა მის უშუალო ხელმძღვანელობას ან იმას, რომ რამე დავალებებს გასცემდა.

დღეს, მთავარმა გამომძიებელმა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული მტკიცებულები არის უტყუარი და მან, როგორც გამომძიებელმა, აწარმოა ობიექტური გამოძიება, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული გამოძიება ჩაატარა კანონდარღვევით. ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის