ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი - ბრალდების მხარეს არ აქვს დადასტურებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას

ბრალდების მხარეს არ აქვს დადასტურებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეიძლება საფუძვლად დაედოს ზვიად ცეცხლაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

დავით ჭიკაიძის თქმით, დღეს გამოკვლეული ვიდეომტკიცებულება თავისი შინაარსით ფაქტობრივად არაფრის მომცემი არ არის.

„დღეს ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულება, რომელიც თავისი შინაარსით ფაქტობრივად არაფრის მომცემი არ არის, რადგან 14 - წუთიანი გამოსახულებაა, რომელშიც დაუდგენელია რეალურად ვინ არის, ამ გამოსახულებას თან არ ახლავს ხმა, ვერბალური ნაწილი არ აქვს. შესაბამისად, ვიდეომტკიცებულებამ, რომელსაც ბრალდების მხარე ელოდა და რომლის გამოკვლევასაც ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა, ფაქტობრივად ამ გამოკვლეული მტკიცებულებებით განსაკუთრებული ვერაფერი დადასტურდა.

დღეის მდგომარეობით, როდესაც ბრალდების მხარეს უკვე ამოწურული აქვს და დასრულებული აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევა, შეიძლება მთელი პასუხისმგებლობით ითქვას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების მხარეს არ აქვს დადასტურებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეიძლება საფუძვლად დაედოს ზვიად ცეცხლაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას“, - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა