რომეო მიქაუტაძე - ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი - ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას

ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მეც და ჩემი ოჯახიც. არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

მიქაუტაძე მოსამართლეს უსაბუთებდა, რა არგუმენტებით უნდა ეხელმძღვანელა იმაზე მსჯელობისას, დაეტოვებინა თუ არა ის პატიმრობაში.

„პატივისცემა მინდა გამოვხატო სამართალდამცავი ორგანოების - როგორც პროკურატურის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ. მადლობა ოჯახს და გულშემატკივრებს, რომ ასეთ სიტუაციაში მიწევს თქვენი შეწუხება.

დარწმუნებული ვარ, უფლის წყალობით, ეს მალე დასრულდება...

ჩემი 25-წლიანი სწავლისა და პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ვარ ღირსების ორდენოსანი... ამ ხნის განმავლობაში, კერძო თუ საჯარო სამსახურში, სადაც მიმუშავია, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დამიტოვებია ციფრები და რიცხვები, რაც ჩემს საქმიანობას სცემს პასუხს.

სამწუხაროდ, გაჩნდა კითხვები ჩემი ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით, რასაც პასუხი გაეცემა, აუდიტირება მიმდინარეობს ჩემი ოჯახის შემოსავლების.

ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მეც და ჩემი ოჯახიც. არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას.

ყველაფერი მალე დასრულდება და იმედი მაქვს, საშუალება მომეცემა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდე ჩემს ერთგულ და ულამაზეს მეუღლესთან, ვაჟკაც შვილთან, რძალთან, მშობლებთან, ჩემს უსაყვარლეს ძმასთან, დიდ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თითქმის, 2-თვიანი ლოდინის შემდეგ გნახეთ, რამაც ცოტა შვება მომცა.

შეზღუდული მაქვს პაემნის, სატელეფონო საუბრის, წერილების უფლება...

გამოკითხვაზე ჩემი ოჯახის ყველა წევრი გამოცხადდა პირველივე შესაძლებლობისთანავე, მათ შორის, მეც. ჩვენ უსიტყვოდ დავემორჩილეთ იმას, რომ უცხოეთში გამგზავრება გადაგვეფიქრებინა არამხოლოდ მე, ჩემს ოჯახის წვერებსაც. პასპორტის ჩამორთმევის შემთხვევაში მიმალვის რისკი ნულდება, უძრავი ქონება რომ უცხოეთში გაქვს, იმის საშუალებას არ გაძლევს, უცხოეთში წახვიდე. მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ამ ჭერს და სასამართლოს. რისკები არ არსებობს, თუმცა, პატივცემულო მოსამართლევ, ეს გადაწყვეტილება თქვენს ხელშია. რა თქმა უნდა, რთულია, ძნელია ციხე, იქ ყოფნა რთულია. ჩემს გულში ხართ თქვენ და ვნატრობ იმ დღეს, როცა თქვენთან ვიქნები.

გამოძიების დასაწყისში ინტენსიური მოქმედებები იყო, ეს იყო გამოკითხვები. ეს უკვე დასრულებულია, შესაბამისად, მე მათზე გავლენას ვერ მოვახდენ. თუკი, ჰიპოთეტური რისკები არსებობს, არის ელექტრონული სამაჯური.

მე მჯერა, რომ თქვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

17 წლის ვიყავი, როცა შვილი გამიჩნდა და მასთან ერთად გავიზარდე. მინდა გითხრათ, რომ დაუთმეთ ოჯახს იმაზე მეტი, ვიდრე ამას აკეთებთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე