შალვა პაპუაშვილი - ახლა კითხვა გერმანიის ელჩის მიმართაა - თავის დროზე დაუდევრად მოიქცა და რადიკალ, თაღლით ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ქირავნობის ხელშეკრულება დადო - გერმანია გადასახადების დამალვის სკანდალში გახვია

ახლა კითხვა გერმანიის ელჩის მიმართ არის. თავის დროზე ის დაუდევრად მოიქცა და რადიკალ, თაღლით ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ქირავნობის ხელშეკრულება დადო. ამით, გერმანიის სახელმწიფო გადასახადების დამალვის სკანდალში გახვია, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მამუკა ხაზარაძე არის თაღლითი, ხოლო პარტია „ლელო“ არის თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია“.

„კითხვა მარტივი არის - რას აპირებს ახლა? აპირებს, რომ გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისოდ აღიარებულ თაღლითთან და ექსტრემისტ პოლიტიკოსთან? ამას აპირებს ახლა გერმანიის ელჩი და შემდეგ ამ გადაწყვეტილებით აპირებს, რომ ქართველ ხალხს რაიმე მორალური პიედესტალიდან ესაუბროს? რა თქმა უნდა, ამასაც შევხედავთ ჩვენ იმისთვის, რომ დასკვნები გამოვიტანოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძესთან ხელშეკრულება არ უნდა დაედო.

„იმ მომენტში, როდესაც ელჩი პეტერ ფიშერი გერმანიის სახელით დებდა ხელშეკრულებას მამუკა ხაზარაძესთან 2022 წლის შემოდგომაზე, მამუკა ხაზარაძე უკვე იყო მსჯავრდებული თაღლითობაზე და მას უკვე ჰქონდა პარლამენტის მანდატი დახეული და დატოვებული. ანუ, ის იყო თაღლითი, რადიკალი პოლიტიკოსი. ყველანაირი გაგებით, ამ ადამიანთან ელჩს ხელშეკრულების დადებისგან თავი უნდა შეეკავებინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამით მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ ამხილეს თაღლითობაში.

„უკვე მერამდენე მხილება არის. იყო ანაკლიის საკითხი, „თიბისი ბანკიდან“ 17 მილიონი დოლარი ისე გააქრეს მან და ჯაფარიძემ, რომ უკან არც დაუბრუნებიათ. „თიბისი ბანკს“ მოუწია ჯარიმების გადახდა და ა.შ. საერთო ჯამში, ერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ - ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სასათბურე პირობები აქვს შექმნილი ხელისუფლების მხრიდან. როგორც ჩანს, ასე აქვს აწყობილი ბიზნესი და ასე იშოვა ფული, როცა ხელისუფლების მხრიდან სასათბურე პირობები ჰქონდა. საკუთარი ბინის გაქირავების საკითხსაც კი ნორმალურად ვერ აწესრიგებს სამართლებრივად თუ ფინანსურად. ვხედავთ, რომ გადასახადების საკითხს მალავდა. ამით უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა. ასევე, დადასტურდა, რომ „ლელო“ არის თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია, რომლის მიზანი იყო ბიუჯეტიდან მიეთვისებინა თანხები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, „ლელოს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს თაღლითობის მონაწილენი არიან“.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს