რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი - გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს - პროცესის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ვიმსჯელოთ, გაფართოვდება თუ არა შესაძლო დამნაშავეთა წრე

ყველა მიმართულებით მუშაობს გამოძიება. როდესაც დასრულდება, შესაძლოა, ვიმსჯელოთ გაფართოვდება თუ არა შესაძლო დამნაშავეთა წრე, თუ მხოლოდ რომეო დარჩება ბრალდებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ირაკლი მარშანიამ აღნიშნა, არ არის მარტივი გამოსაძიებელი საქმე, ვინაიდან ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, ბევრი მოწმეა დასაკითხი და ბევრი მტკიცებულებაა მოსაპოვებელი.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გადასინჯა ბრალდებულ რომეო მიქაუტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ის ძალაში დატოვა. კვლავ არსებობს საფრთხეები, რის გამოც მას თავიდანვე პატიმრობა შეეფარდა - სახეზეა მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები, ასევე მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხეა სხვადასხვა ინტენსივობით.

ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიმართულებით. ბრალდება ამ მიმართულებით აქვს წარდგენილი. ეს არ არის მარტივი გამოსაძიებელი საქმე. ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, ბევრი მოწმეა დასაკითხი, ბევრი მტკიცებულებაა მოსაპოვებელი“, - აღნიშნა ირაკლი მარშანიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ