გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ძალიან ბევრი კარგი კანდიდატი განიხილება“

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ძალიან ბევრი კარგი კანდიდატი განიხილება“.

გეგელიამ არ დააკონკრეტა, თუ ვინ იქნება მათ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებული, თუმცა აღნიშნა, რომ მას საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

„განხილვით ბევრი ადამიანი განიხილება. ჩვენ სწორედ ეს ვთქვით, რომ განიხილება ძალიან ბევრი, კარგი კანდიდატი. ჩვენ ვართ კვლევებზე დაფუძნებულ შეჯერების პროცესში. ეს არის ძალიან საინტერესო, დემოკრატიული პროცესი. სულ მალე ვიქნებით მზად, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე არაერთ სხვა წერტილში სხვადასხვა კანდიდატი. ეს არის ისევ და ისევ პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო მიაქვს იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი და რა მიზეზებით. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოებასთან და გვსურს მას ნათლად მოვახსენოთ, თუ ვინ და რატომ არის ჩვენი კანდიდატი ამა თუ იმ ბრძოლაში“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავენ. როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის გამორჩეულად ღირსეული მერობის კანდიდატი იქნება.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ