დიმიტრი პესკოვი - დასავლეთი ცდილობს ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა აიძულოს

დასავლეთი ცდილობს ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა აიძულოს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთისთვის ტარიფების გაზრდის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ბევრ განცხადებას ვისმენთ, რომლებიც რეალურად მუქარას წარმოადგენს. მცდელობებს წარმოადგენს, რომ ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა აიძულონ“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, პესკოვის თქმით, „სუვერენულ ქვეყნებს საკუთარი სავაჭრო პარტნიორების არჩევის უფლება აქვთ“.

„გვჯერა, რომ სუვერენულ ქვეყნებს უფლება აქვთ, ის სავაჭრო პარტნიორები და ეკონომიკური თანამშრომლობის რეჟიმები თავად აირჩიონ, რომლებიც მათი ქვეყნების ინტერესებში შედის“, - აღნიშნა პესკოვმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა