ლევან გოგიჩაიშვილი - მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ - კომისიამ დაადგინა, რომ „ოცნება“ სავსეა „ნაცებით“

მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან, -ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები უნდა გამოეძიებინა, დაადგინა, რომ „ქართული ოცნება“ თავად იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“.

„წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა. კომისიამ, რომელსაც უნდა გამოეძიებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები, დაადგინა, რომ თავად „ოცნება“ იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“. კომისიას არ დაუბარებია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, ბარამიძე, მაგრამ კომისიამ 2- ჯერ დაიბარა გიორგი გახარია. კომისიაზე გამოვლინდა, როგორ დამარცხებულა წულუკიანი მურუსიძე-ჩინჩალაძესთან. რა გავიგეთ წინა რეჟიმის მიერ დაზარალებულებისგან - . გიული ავალიშვილი ადანაშაულებს საკუთარი ძმის მკვლელობაში ხუტა პაჭკორიას, რომელიც დღეს „ოცნების“ მაღალჩინოსანია და თბილისის პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ხარძიანის შვილი ხელს ადებს კონკრეტულ პოლიციელს, გვარად მესხს, რომელმაც ხარძიანს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ „ჰეროინი“ ძალით გადააყლაპა დაკავების დროს, დღეს მესხი ისევ პოლიციელია. ბატონი გურამ თირქია ზეწოლაში და 10-წლიანი ციხის მუქარაში ადანაშაულებს როლანდ ახალაიას მაშინდელ პროკურორს, ვინმე ბერიშვილს, რომელიც დღესაც მოქმედი პროკურორია. „ფოტოგრაფების ე.წ საქმის“ დეტექტივ-გამომძიებელი, რომელმაც საზოგადოებას აუწყა „რუსეთის საშიში აგენტების“ დაკავების შესახებ, მერაბიშვილის პოლიციელი იყო, დღეს ეს ადამიანი „ოცნების“ აჭარის პოლიციის უფროსია. მანუჩარ კაპანაძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის მამა - ბატონი თამაზ მოლაშვილი საკუთარი შვილის სიკვდილში ბრალს დებს, ივანიშვილმა და წულუკიანმა უვადო მოსამართლედ დანიშნეს. საბოლოოდ, წულუკიანის კომისიამ საკუთარი თავი გამოიძია და დაასკვნა, რომ „ოცნება“ სავსეა „ნაცებით“. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კომისია ადამიანებს აღუდგენს უფლებებს, დაუბრუნებს წართმეულ ქონებას, დასჯის ხუტა პაჭკორიას, მანუჩარ კაპანაძეს, პროკურორ ბერიშვილს, პოლიციელ მესხს, გაუშვებს აჭარის პოლიციის უფროსს, სისტემიდან მოიშორებს მურუსიძე-ჩინჩალაძეს და ყველა სხვა ზონდერ მოსამართლე-პროკურორს.

დაბოლოს, მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450- გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე