Reuters - მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ინდოეთში 4 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უტარაკჰანდის შტატის ხელისუფლების ცნობით, მეწყერი ჰიმალაის მთებში მდებარე სოფელ დჰარალში ჩამოწვა და რამდენიმე სახლი მოიყოლა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ადგილზე ჯარისკაცები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენასა და დაკარგულების პოვნას ცდილობენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა