პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის სამმა წევრმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მონაცემებით დაარეგისტრირეს კომპანიები და ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც შექმნეს დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივი - საბოლოოდ, 20 336 923 ლარის ოდენობით.

„ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილი იქნა დღგ - საბოლოოდ, 566 353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

სამართალდამცავებმა სამივე ბრალდებული მიმდინარე წლის 4 აგვისტოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა