ნორვეგიის მთავრობა - ნორვეგია, შვედეთი და დანია ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 420 მილიონ ევროს გამოყოფენ

ნორვეგია, შვედეთი და დანია ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 420 მილიონ ევროს გამოყოფენ, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, შვედეთთან და დანიასთან ერთად ნატო-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში 420 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სამხედრო პაკეტს დააფინანსებს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უკრაინისთვის იმ დახმარების მიწოდებას, რაც მას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. როგორც წესი, ეს საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალასა და კრიტიკულ შესაძლებლობებს მოიცავს“, - აცხადებს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი, ტორე ო. სანდვიკი.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას მადლობა გადაუხადა.

„ეს პაკეტი სასიცოცლოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობასა და ფრონტის ხაზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს მოიცავს, რაც უკრაინის პოზიციებს გააძლიერებს და აგრესიის შეკავებაში დაეხმარება, მაშინ, როცა ის მშვიდობისკენ ისწრაფვის“, - აღნიშნავს მარკ რუტე.

ცნობისთვის, გუშინ ნიდერლანდებმა ნატო-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტის შესაძენად 500 მილიონი ევრო გამოყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს