შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ქუჩების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. გზის სავალი ნაწილი, კონტეინერები და გაჩერებები ამჯერად გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მოირეცხა. ასევე, მოირეცხა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელები.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

„ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ დედაქალაქის სისუფთავეზე. თბილისის მასშტაბით ყოველდღიურად ირეცხება გზები, ურნები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, იმისათვის, რომ ქალაქის ქუჩები კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მორეცხვის სამუშაოები თბილისის ათივე რაიონში, პერმანენტულად, გრაფიკის მიხედვით სრულდება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა