ვოლოდიმირ ზელენსკი - პროდუქტიული საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, საკვანძო ფოკუსით ომის დასრულებაზე - ასევე, ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე

ზელენსკიმ და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„პროდუქტიული საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, საკვანძო ფოკუსით, რა თქმა უნდა, ომის დასრულებაზე. მადლობელი ვართ აშშ-ის პრეზიდენტის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ ყველა ძალისხმევისთვის. ნამდვილად აუცილებელია მკვლელობების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და სრულად ვუჭერთ მხარს. უკვე ბევრი თვე შესაძლოა გასულიყო ომის გარეშე, რუსეთი რომ არ აგრძელებდეს მას.

დღეს ჩვენი პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ - უკრაინისა და შეერთებული შტატების. ჩვენი შეფასებები ვითარების შესახებ გავცვალეთ: რუსეთი თავისი თავდასხმების სისასტიკეს აძლიერებს. პრეზიდენტი ტრამპი სრულად ინფორმირებულია კიევზე, სხვა ქალაქებსა და სოფლებზე რუსული თავდასხმების შესახებ.

რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ვისაუბრეთ. მათი ეკონომიკა დაცემას აგრძელებს და მოსკოვი სწორედ ამიტომ არის ასე მგრძნობიარე ამ პერსპექტივაზე და პრეზიდენტ ტრამპის გაბედულობაზე. ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მან ასევე განიხილა ევროპის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის თავდაცვას ეხმარება. ზელენსკის თქმით, ამერიკასთან დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი კიევმა უკვე მოამზადა და მზად არის დეტალურად განიხილოს და გააფორმოს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა