პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები - ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით - გვახსოვს საბჭოთა წარსული, გვახსოვს, როგორ აცხადებდნენ მოაზროვნეებს ფსიქიკურად დაავადებულებად, როცა ვეღარ აკონტროლებდნენ სიმართლეს

ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით - ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, ეს არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საბჭოთა მეთოდის დაბრუნება,- ამის შესახებ პროფესორ-მასწავლებლებისა და ექიმების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ისინი აცხადებენ, ახსოვთ საბჭოთა წარსული და ის, “როგორ აცხადებდნენ მოაზროვნეებს ფსიქიკურად დაავადებულებად, როცა ვეღარ აკონტროლებდნენ სიმართლეს”.

“ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით. ადამიანის, მოქალაქის და მასწავლებლის, რომელიც იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაჰყავთ. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, ეს არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საბჭოთა მეთოდის დაბრუნება. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა წარსული, გვახსოვს, როგორ აცხადებდნენ მოაზროვნეებს ფსიქიკურად დაავადებულებად, როცა ვეღარ აკონტროლებდნენ სიმართლეს. ჩვენ გვახსოვს ჟურნალისტი ნაზი შამანაური, რომელიც გამოკეტეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. არავის აქვს უფლება, აზრის გამოხატვა და სამოქალაქო პოზიცია გადააქციოს სიმპტომად. დღეს ჩვენ ვდგავართ ნინოსთვის და ეს ნიშნავს, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. თავისუფლება ნინოს! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დავასრულოთ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ