ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადებს. განაჩენის გამოცხადება 14:00 საათზე იგეგმება.

წინა სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ქმედება პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა. მზია ამაღლობელის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიზეზით, ვერ დათანხმდება პროკურატურის შეთავაზებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

"პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო გარიგება მართლაც ღვთის წყალობა, თუმცა ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს - ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან... მგონია, კანონში არსებობს ჩემ ქმედებაზე - სილის გაწვნაზე ადეკვატური მუხლი", - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა