გრიგოლ გეგელია - დონალდ ტუსკის განცხადება აჩვენებს, რამდენად მძიმეა ქვეყნის შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - უვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება დარტყმა ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციაზე

„MEGOBAR აქტი“ არის ძალიან მკაფიო შინაარსის მატარებელი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ძალიან მძიმე გავლენა ექნება კონკრეტულად „ქართული ოცნების“ რეჟიმზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გრიგოლ გეგელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, „თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება“. გეგელიას განცხადებით, კობახიძე საკუთარი თავის დამშვიდებას ცდილობს.

„ეს არის არის კიდევ ერთი განწირული მცდელობა, რომ კობახიძემ, რომელიც არის ჩამოშლილი რეჟიმის, ჩამოშლილი პირველი პირი, გარკვეული ტიპის იმედი დათესოს საკუთარ ამომრჩეველში. ეს არის ილუზია და მეტი არაფერი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, „MEGOBAR აქტი“ არის ძალიან მკაფიო შინაარსის მატარებელი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ძალიან მძიმე გავლენა ექნება კონკრეტულად „ქართული ოცნების“ რეჟიმზე. ამიტომაც, ეს არის საკუთარი თავის დამშვიდების მცდელობა და მეტი არაფერი. ის, რომ კობახიძეს ძალიან ადარდებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და კონკრეტულად ეს აქტი, ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის როდესაც ის მათხოვრობდა სულ რაღაც ერთი კვირის წინ, დამელაპარაკეთო - „არავინ მელაპარაკება, მხოლოდ სანქციებით და მსგავსი ტიპის დოკუმენტებით მესაუბრებიანო“. კობახიძეს წამოსცდა, რომ ძალიან სურს ვინმეს ესაუბროს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს და არა როგორც ტერორისტების და კრიმინალების გვერდით მყოფ რიგით პოლიტიკურ არარაობას“, - განაცხადა გეგელიამ.

გარდა ამისა, ის პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს. გრიგოლ გეგელიას შეფასებით, „ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე და სამარცხვინო მომენტი საქართველოს ისტორიაში“.

„ეს მოწმობს, რამდენად მძიმეა ქვეყნის შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, არის კიდევ ერთი დარტყმა ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციაზე. შესაძლოა, შეუწყდეს საქართველოს უვიზო მიმოსვლა. ძალიან ბევრი ადამიანი არის ქვეყნიდან გასული. სამწუხაროდ, მათი გარკვეული ნაწილი ჩართულია არამართლზომიერ აქტივობებში. ეს არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა გავატაროთ და ადამიანებმა აქ შეძლონ პერსპექტივის გამონახვა“, - განაცხადა გეგელიამ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ