შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა დააკორექტირა პრემიერის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის კრიტერიუმების მიღმაა - ეს ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებების“ კანონი ევროპულ პრინციპებს შეესაბამება

მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკორექტირა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის, ჯესიკა როზენკრანცის განცხადებას, რომლის თქმითაც, ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ცნება მიიღონ.

როგორც შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს შეესაბამება.

„ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული პრინციპები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, დარჩეს ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად და არ მოხდეს ცალკეული ქვეყნების, პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიის მიერ მათი თვითნებური ინტერპრეტაცია და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა. საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და აუცილებელია, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის პრინციპულად დავიცვათ ჩვენი ხალხის უფლებები“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანცმა „ინტერპრესნიუსს“ კითხვას წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ „ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების სრული სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს მისი წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში [ლგბტ] ქორწინების ზუსტად იგივე ცნება მიიღონ“.

როგორც ჯესიკა როზენკრანცი აცხადებს, შვედეთს უმცირესობების, მათ შორის ლგბტ თემის, უფლებების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ევროპული ქვეყნების გაერთიანების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენს.

„შვედეთს ლგბტ თემის უფლებების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს და ამაყად გააგრძელებს ამას. ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების სრული სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა. ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს აქვს ერთი და იგივე განუყოფელი უფლება, იცხოვროს დისკრიმინაციის, სიძულვილისა და ძალადობის მუქარისგან თავისუფალმა. ეს ჩვენი კავშირის ძირითადი ღირებულებაა და ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისთვის უდავო პირობაა. თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს მის წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში [ლგბტ] ქორწინების ზუსტად იგივე ცნება მიიღონ“, - განუცხადა შვედმა მინისტრმა „ინტერპრესნიუსს“.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში