“ქართული ოცნება“ - უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

მმართველი პარტიის ცნობით, მსოფლიო ბანკმა უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსი და მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში საზოგადოებისათვის ყველაზე უსაფრთხო გარემო სინგაპურშია, ევროპაში კი, პირველ ადგილზე ისლანდია იმყოფება. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 25-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულში 14-ე ადგილზეა.

“საქართველო უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით უსწრებს მრავალ განვითარებულ სახელმწიფოს, დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ესპანეთს, შვედეთს, ირლანდიას, ლატვიას, ავსტრიას, მონტენეგროს, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, ლიეტუვას, ბელგიას, სლოვაკეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ“, - ვკითხულობთ “ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა