გორში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნახეს

გორში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მობინადრეებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნახეს.

კორპუსში მცხოვრებთა ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ვერ ამოიცნეს, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები არ უნდა იყოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით(განზრახ მკვლელობა) და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა