ადვოკატი - გამოძიებამ თავი არ შეიწუხა და მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე გამოსაკითხ მოწმეთა სიაში არ შეიყვანა - როგორ უნდა დადგინდეს, ნიკა მელიას ქმედება იყო თუ არა შეურაცხმყოფელი, როცა მოსამართლის პოზიცია არ გვაქვს

გამოძიებამ თავი არ შეიწუხა და მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე გამოსაკითხ მოწმეთა სიაში არ შეიყვანა. მათ აარიდეს მოსამართლე, პროცესზე მოსვლასა და გამოკითხვას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის პოზიცია, იყო თუ არა ნიკა მელიას ქმედება [წყლის შესხმა] მისთვის შეურაცხმყოფელი.

„მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა, იმ ფონზე, როდესაც ის ისედაც პატიმრობაში იმყოფება და თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გაუგებარია, როგორ უნდა მიიმალოს, ან როგორ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ან მოწმეებზე ზეწოლა როგორ უნდა განახორციელოს. ასევე, ბრალდება მოიცავს მოსამართლის შეურაცხყოფას, თუმცა გამოძიებამ თავი არ შეიწუხა და მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე გამოსაკითხ მოწმეთა სიაში არ შეიყვანა. მათ აარიდეს მოსამართლე, პროცესზე მოსვლასა და გამოკითხვას. გაუგებარია როგორ უნდა დაადგინოს მოსამართლემ ნიკა მელიას ქმედება იყო თუ არა შეურაცხმყოფელი, როცა მოსამართლის [ირაკლი შვანგირაძის] პოზიცია არ გვაქვს. აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა, ნიკა მელიას გატაცებას, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს",- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფო თვალს ხუჭავს.

„სახელმწიფო არ რეაგირებს დანაშაულზე და მეორეს მხრივ, ნიკასთან დაკავშირებით მერამდენე პატიმრობაა გამოყენებული. ეს კლასიკური შერჩევითი სამართალია. უკანონო გატაცებასთან დაკავშირებით, ადვოკატებს საქმის მასალები არ გადმოგვცემია, არც მოპარული და გადაღებული ვიდეო რეგისტრატორების კადრები არ გამოქვეყნებულა, არც ნიკა მელიას მობილური ტელეფონი არ დაგვიბრუნეს. ეს საქმე არ მოიტანეს სასამართლოში და გამოძიება არ დაიწყეს. მიმართული გვაქვს ყველა უწყებისთვის, მათ შორის სახალხო დამცველს მივმართეთ წერილობით და სახელმწიფო განგებ არ რეაგირებს და თვალს ხუჭავს დანაშაულებრივ კასკადზე, ნიკა მელიას წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, სასამართლო არსებით განხილვაზე გადავიდა.

ასევე დღევანდელ პროცესზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, კვლავ ძალაში დარჩა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა