სალომე ზურაბიშვილი - მზია ამაღლობელის პატიმრობა მეტყველებს რეჟიმზე, რომელსაც აღარ აქვს გამბედაობა, დაიხიოს უკან, როცა ნათელია, რომ არანაირი დანაშაული არ არსებობდა - ეს ბრძოლა აქ არ დამთავრებულა

მზია ამაღლობელის პატიმრობა მეტყველებს რეჟიმზე, რომელსაც აღარ აქვს გამბედაობა, დაიხიოს უკან, როცა ნათელია, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ საკუთარი სათქმელი თქვა - არც იმის გამბედაობა აქვს, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს და არც იმის, რომ ნამდვილად უკან დაიხიოს, რჩება ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება. ვერ გამოძვრება! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.

ზურაბიშვილის თქმით, ეს ბრძოლა აქ არ დამთავრებულა.

„ეს მეტყველებს, პირველ რიგში, რეჟიმზე, რომელსაც აღარ აქვს არანაირი გამბედაობა და უნარი, რომ უკან დაიხიოს, როცა ამდენად ნათელია, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ თქვა საკუთარი სათქმელი. არც იმის გამბედაობა აქვს, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს და არც იმის, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება. ვერ გამოძვრება! ეს ბრძოლა აქ არ დამთავრებულა. ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემია და რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი მაგალითია. ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს. არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ, ყველანი ველოდებოდით, რომ მზია განთავისუფლდებოდა. ამიტომ, არ შეიძლება ასეთ რეჟიმებთან რაიმე მოლოდინი გქონდეს. უნდა ვიყოთ ძალიან მშრალი ამ შეფასებაში და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ. ასევე, დავინახოთ, სად არის იმ სისუსტის ნიშნები, რომლებიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს. ამასთან, სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი და ამას ჰქვია დღეს მზია ამაღლობელი. მადლობა მას!

მისი პატიმრობაში ჩატოვებით ევროკავშირს [„ქართულმა ოცნებამ“] უთხრა ის, რასაც ეუბნება ყოველდღე. ასევე, ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ ჩვენ თქვენთან არ გვინდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ვითომ ჩვენი სუვერენობა. ეს არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. პირიქით, ეს მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ ვერ დაუდგება წინ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე, ისაუბრა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზეც, რაზეც განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს.

„ვწუხვარ, რომ ერთდროულად იქაც ვერ ვარ. ვაპირებდი და ძალიან მინდოდა, რომ იქაც ვყოფილიყავი. სულით და გულით იქ ვარ, მათ გვერდით. ყველას ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა! ყველას მაგალითი, ჩვენთვის მაგალითია. ყველანი ამ რეჟიმზე ბევრად ძლიერები არიან და ეს არის ის, რასაც დღეს უნდა ვხედავდეთ და რაც უნდა გვაძლევდეს ყველას ბრძოლის გაგრძელების ძალიან დიდ მიზანს და მიზეზს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში