ლევან ცუცქირიძე მზია ამაღლობელის საქმეზე - ყველა იმ მოსამართლეს, ვინც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს, ვეტყვი: სირცხვილი რომ არ აქვთ გასაგებია, მაგრამ როცა სამართლიანობა  მართლა დაბრუნდება ქვეყანაში, მოგიწევთ პასუხის გაცემა შეკითხვებზე

ყველა იმ მოსამართლეს, ვინც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს, ვეტყვი: სირცხვილი რომ არ აქვთ გასაგებია, მაგრამ სამართლიანობა როდესაც მართლა დაბრუნდება ამ ქვეყანაში, მოგიწევთ პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რომლებიც მთელს ქვეყანას გააჩნია,- ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს განაჩენი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ არცერთ პოლიტპატიმარს არ მოუწევს სასჯელის მოხდა.

„ყველა იმ მოსამართლეს, ვინც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს, ვეტყვი: სირცხვილი რომ არ აქვთ, გასაგებია, მაგრამ სამართლიანობა როდესაც მართლა დაბრუნდება ამ ქვეყანაში, მოგიწევთ პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რომლებიც მთელს ქვეყანას გააჩნია, არამხოლოდ მათ, იმ ცრუ მოწმეებს, ბრალდებას, ვინც უდანაშაულო ადამიანებს ციხეში უშვებს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, არცერთ პოლიტპატიმარს არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რასაც უსჯის ეს უსამართლო სასამართლო“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ