დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და დიდი შანსია, რომ ამ გზის დასასრულს მივუახლოვდეთ

ვლადიმერ პუტინთან ძალიან მალე შეხვედრის კარგი შანსი არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და დიდი შანსია, რომ დასასრულს მივუახლოვდეთ, ამ გზის დასასრულს. ეს გზა გრძელი იყო და კვლავ გრძელი გზაა, მაგრამ დიდი შანსია, რომ შეხვედრა ძალიან მალე გაიმართოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ გუშინ, კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა „ძალიან კარგად“ წარიმართა, თუმცა მას „გარღვევას“ ვერ უწოდებს.

კითხვაზე, დათანხმდნენ თუ არა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის „ძალიან კარგი პერსპექტივა არსებობს“.

მისი თქმით, პოტენციური შეხვედრის ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა