კეროლაინ ლევიტი - პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს - დონალდ ტრამპი მზად არის, შეხვდეს, როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე პრეზიდენტ ზელენსკის

პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, სპეციალური წარმომადგენლის, უიტკოფის, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს და პრეზიდენტი მზად არის, შეხვდეს, როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე პრეზიდენტ ზელენსკის“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

თეთრის სახლის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, თუ ვისი ინიციატივა იყო აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება.

„პრეზიდენტ ტრამპს ამ სასტიკი ომის დასრულება სურს“, - აღნიშნა თეთრის სახლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე