ვატო სურგულაძე - ომიდან 17 წლის თავზე ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა გვიწევს და უფრო სერიოზულად დაცვა, ვიდრე მანამდე - ბოდიში გვაქვს მოსახდელიო, ვალოდია პუტინს უნდა მოვუხადო ბოდიში?

17 წელი გავიდა ომიდან და სამწუხაროდ, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა გვიწევს. უფრო სერიოზული დაცვა, ვიდრე ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც საქართველოს ღირსება დაიცვეს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის არავისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

„17 წელი გავიდა ომიდან და სამწუხაროდ, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა გვიწევს. უფრო სერიოზული დაცვა, ვიდრე ჩვენს ბიჭებს, ჩვენს უკან რომ მათი საფლავებია, რომლებმაც საქართველოს ღირსება დაიცვეს. როდესაც გვეუბნებიან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ვისთან მაქვს? ვალოდია პუტინს უნდა მოვუხადო ბოდიში? გმირები არ გვჭირდებაო... ანწუხელიძე ისტორიული გმირია. ომი დაგვიწყეს რუსებმა და მე ვარ ამ ომის უშუალო მონაწილე, დასაწყისიდან ბოლომდე. გორშიც კი მომიწია ჩასვლა, როდესაც რუსების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომაც, არც ბოდიშს მოვუხდი არავის და არც ამ ბიჭების ღირსებას არავის შევალახვინებთ“,- განაცხადა სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა