გიორგი ბოტკოველი  - არ ჩაივლის გიორგი ანწუხელიძის გმირობა ისე - გავიმარჯვებთ, როგორც რუსულ რეჟიმზე ჩვენს ქვეყანაში, ისე იმ რეჟიმზე, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას

არ ჩაივლის გიორგი ანწუხელიძის გმირობა ისე. გავიმარჯვებთ, როგორც რუსულ რეჟიმზე ჩვენს ქვეყანაში, ისე იმ რეჟიმზე, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ბოტკოველის თქმით, „რეჟიმმა, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჩამოანგრია, იმაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა თქვას, ვიდრე ის, რომ გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ერთიანობას კი არა, რაღაც პიარს შეეწირა“.

„რუსული რეჟიმის პარტკომმა და ფაქტობრივად, მათი ხმის გამჟღერებელმა, თეა წულუკიანმა გვამცნო, რომ გიორგი ანწუხელიძე განა საქართველოს ერთიანობას, არამედ რაღაც პიარს შეეწირა. ამაზე მეტი მოღალატეობრივი, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა თქვა და რა უნდა გააჟღერო ე.წ. ხელისუფალმა და რეჟიმმა, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ბოლომდე ჩამოანგრია. ამის პასუხი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ექნება ქართველ ხალხს. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, რომ უნდა აგვეშენებინა გიორგი ანწუხელიძის მემორიალი აქ, სოფელ ალვანში. ვჩქარობდით. ყოველდღიურად ვჩქარობდით. ეს იყო 2013 წელი და იცით, რატომ? - ზუსტად ვიცოდით, ვინ დაიპყრო ქვეყანა და ვინ შეიპყრო ქვეყნის სადავეები - რუსმა ივანიშვილმა. ჩვენ ვჩქარობდით იმისთვის, რომ დაგვესრულებინა მემორიალი. ჩართული იყო სოფელი ალვანი. 2013 წლის 26 ოქტომბერს, სანამ ივანიშვილი სრულად ჩაიგდებდა სადავეებს, მოვასწარით და გავხსენით გიორგი ანწუხელიძის მემორიალი. ის არის მაგალითი არა მარტო თუშებისა, არა მარტო კახებისა, მთლიანად საქართველოსი. დღეს აქ მოდიან ახალგაზრდები და პატივს მიაგებენ ანწუხელიძეს, მის გმირობას.

დიდება გმირებს, დიდება თავისუფლებას. არ ჩაივლის გიორგი ანწუხელიძის გმირობა ისე. ჩვენ გავიმარჯვებთ როგორც რუსულ რეჟიმზე ჩვენს ქვეყანაში, ისე იმ რეჟიმზე, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას“,- განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე