„თიბისი ფეის“ განახლებული ცხელი ხაზი - (032) 227 27 47

თიბისი ფეის ცხელ ხაზს ახალი ნომერი აქვს - სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან ან ვებგვერდ www.tbcpay.ge -სთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ პირდაპირ დარეკონ თიბისი ფეის ნომერზე: 032 2 27 27 47 ქალაქის ტელეფონიდან ან მობილურიდან ან მოკლე ფიფქიან ნომერზე *2747 სამივე მობილური ოპერატორიდან.

აქამდე ყველა ზარი ხვდებოდა თიბისი ბანკის ქოლცენტრში, საიდანაც თიბისი ფეიში მისამართდებოდა თვითმომსახურების ტერმინალებთან დაკავშირებული საკითხები. აგვისტოდან მომხმარებლები უკვე პირდაპირ თიბისი ფეის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის განყოფილებას დაუკავშირდებიან.

ცვლილება მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე მომხმარებლის ზოგად გამოცდილებაზე. ზარები უფრო სწრაფად დამუშავდება, შემცირდება მოლოდინის დრო და მომხმარებელი მარტივად მიიღებს პასუხებს.

თიბისი ფეი 15 წელზე მეტია ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად.

თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს