რომან გოცირიძე - ვკითხულობ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარებს აქციაზე „ლელოს“ წარმომადგენელზე თავდასხმაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია

ვკითხულობ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის კმაყოფილ კომენტარებს გუშინდელ აქციაზე „ლელოს“ წარმომადგენელზე თავდასხმის შესახებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებშია, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაში, მის დაბალ ხარისხში, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „როცა სამიზნეს ხარ აცდენილი, ბოლოს თავად ხდები მარტივი სამიზნე“.

„ლელოზე“ თავდასხმას ის ხალხი ზეიმობს, რომლებიც აღფრთოვანებული შეხვდა აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციური წევრის თავზე სანაგვე ურნის დამხობას. ფაქტობრივად, არავის დაუგმია მაშინ ეს ველურობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე ვერ მიმხვდარა, რა სიმაღლეებს მიაღწია ივანიშვილმა ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობაში.

როცა სამიზნეს ხარ აცდენილი, ბოლოს თავად ხდები მარტივი სამიზნე“, - წერს რომან გოცირიძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს