პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომლები, კომპანიის სახელით და მისი მეშვეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას.

„კერძოდ, აღნიშნული საქმიანობისთვის სპეციალურად შექმნილი მობილური აპლიკაციის და ვებ-გვერდის საშუალებით, ახდენდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში - კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით, ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას და სანაცვლოდ იღებდნენ სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 0,49% -დან - 1.96% -მდე. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მხოლოდ 2025 წლის ივლისში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 174 500.46 ლარი. სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და 2 თანამშრომელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. ბრალდება წარედგინა ასევე იურიდიულ პირსაც. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მის ლიკვიდაციას. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო